LIVE CHAT
+995 0322 946460

ტრენინგი & მოგზაურობა   (Trainings & Sightseeing Tours   /  Trainings and Travel)

უნიკალური შემოთავაზება: ტრენინგები ტურიზმში & მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. 

სწავლა, მოგზაურობა და დასვენება ერთდროულად!

ორი კვირის განმავლობაში ტრენინგებთან ერთად პარალელურ რეჟიმში დაგეგმილი გექნებათ საინტერესო ტურისტული მარშრუტები, რაც მოგცემთ პრაქტიკაში ცოდნის გაღრმავების  და ამასთანავე სასიმოვნოდ დაისვენების შესაძლებლობას საქართველოში.

“ტრენინგი & მოგზაურობა“ გაძლევთ საშუალებას  მიიღოთ ღრმა და სისტემური ცოდნა, აიმაღლოთ პროფესიული კვალიფიკაცია ტურიზმის სფეროში. პროგრამები გათვალისწინებულია როგორც ტურიზმის ბიზნესის სფეროთი დაინტერესებულ მსმენალთათვის ასევე ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირთათვის. მათთვის ვისაც აინტერესებს სასტუმროს ბიზნესი, საქმიან ურთიერთობები, ან ტურისტული კომპანიების მუშაობის პრინციპები, ტურისტული მარშრუტების შედგენა, მართვა, ასევე მათთვის ვინც დაინტერესებულია ტურისტული გიდის პროფესიით.

შეიძენთ უამრავ მეგობარს და პარტნიორს და რაც მთვარია ტრენინგის სრულად გავლის შემთხვევაში მიიღებთ ტრენინგის გავლის დამადასტურებელ  სერტიფიკატს.

ტრენინგებს ატარებენ საერთაშორის კვალიფიკაციის მქონე ტრენერები.

 

 

გთავაზობთ შემდეგ ტრენინგებს:

                      

ტურიზმისა და სასტუმროს მენეჯმენტი + ბიზნეს კომუნიკაციები

ადმინისტრატორების და რეზერვაციის სამსახურის ტრენინგი

ტრენინგი სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაში (სერვის +)

ტურის დაგეგმა და მართვა

ტურისტული გიდი

 

ორკვირიანი პროექტი (ტური+ტრენინგი)

1 დღე-ტრენინგი

2 დღე-თბილისი

3 დღე-ტრენინგი

4 დღე-კახეთი (თბილისი-სიღნაღი-ყვარელი-წინანდალი-თბილისი)

5 დღე-ტრენინგი

6 დღე-ყაზბეგი (თბილისი-ყაზბეგი-ანანური-თბილისი)

7 დღე-თავისუფალი დღე

8 დღე-ტრენინგი

9 დღე-ბორჯომი (თბილისი-ბორჯომი-თბილისი)

10 დღე-ტრენინგი

11 დღე-ფშავი (თბილისი-ჩარგალი-მაღალოს კარი-თბილისი)

12 დღე-ტრენინგი

13 დღე - თბილისი-მცხეთა-გორი-უფლისციხე-თბილისი

14 დღე-თავისუფალი დღე