LIVE CHAT
+995 0322 946460

დღე I აეროპორტში დახვედრა. სასტუმროში ტრანსფერი და ვახშამი

 

დღე II ტური ტბილისში

საუზმის შემდეგ ჩვენ ძველი თბილისის ღირშესანიშნაობებს მოვინახულებთ. თბილისი ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელიც მრავალსაუკუნოვან ისტორიას ინახავს. ქალაქი ვახტანგ გორგასალმა დააარსა V საუკუნეში. ქალაქის ღირშესანიშნაობები ერთმანეთთან ახლოსაა, რაც ფეხით გასეირნების საშუალებას გვაძლევს. გასეირნება იწყება მეტეხის ეკლესიით (XIII ს), შემდეგ გავისეირნებთ შარდენის ქუჩაზე, მოვინახულებთ ძველ ეკლესიებს: სიონის ტაძარი (VI ს), ანჩისხატი (VI ს) და ასევე სინაგოგა (XIX ს). საშუალება გვექნება ავიდეთ ნარიყალაზე საბაგიროთი. შემდეგ ვესტუმრებით თბილისის ეროვნულ მუზეუმს და გავისეირნებთ რუსთაველის გამზირზე. საღამოს მივალთ გოგირდის აბანოებში, შემდეგ გექნებათ საშუალება, რომ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული კერძები, ღვინო და დატკბეთ ქართული მუსიკითა და ცეკვით. ღამისთევა თბილისში.

 

დღე III თბილისი-ბოდბე-სიღნაღი-წინანდალი-თბილისი

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით კახეთში-ღვინის სამშობლოში. მოვინახულებთ ბოდბის მონასტერს, რომელიც წმინდა ადგილს წარმოადგენს. აქ განისვენებს წმინდა ნინო, რომელმაც საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა (326 წ). შემდეგ გავემგზავრებით სიღნაღში-„სიყვარულის ქალაქი“. სიღნაღს გარს არტყამს გალავანი, რომლის სიგრძეა 4 კმ. იგი მტრისგან თავდაცვის საშუალებას წარმოადგენდა. ამის შემდეგ გავემართებით წინანდალში, მოვინახულებთ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს და ღვინის დეგუსტაციის საშუალება გვექნება. საღამოს დავბრუნდებით თბილისში გომბორის უღელტეხილით. ღამისთევა და ვახშამი თბილისში.

 

დღე IV თბილისი-ყაზბეგი-ანანური-თბილისი

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ყაზბეგში. მოვინახულებთ გერგეთის სამებას (XIV ს) და არაჩვეულებრივი ხედით დავტკბებით. შემდეგ ანანურის კომპლექსისკენ გავემართებით-ფეოდალური ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ხუროთმოძღვრული ძეგლი (XIV ს). ღამისთევა და ვახშამი თბილისში.

 

დღე V თბილისი-მცხეთა-გორი-უფლისციხე-ქუთაისი

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით მცხეთაში. მოვინახულებთ ჯვრისა (VII ს) და სვეტიცხოველის (XI ს) ტაძრებს. შემდეგ გავემართებით გორში, სადაც სტალინის სახლ-მუზეუმს მოვინახულებთ. ვესტუმრებით უფლისციხეს-კლდეში ნაკვეთი ქალაქი (ძვ.წ. I ს). შემდეგ ჩვენ გველოდები ქალაქი ქუთაისი, აქ მოვინახულებთ ბაგრატის ტაძარს. ღამისთევა და ვახშამი ქუთაისში.

 

დღე VI ქუთაისი-სათაფლია-გელათი-ბათუმი

საუზმის შემდეგ მოვინახულებთ გელათის ტაძარს, რომელიც დავით აღმაშენებელმა დააარსა XII საუკუნეში, უინესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი. აქ პირველი აკადემია იყო დაარსებული, სადაც ძველბერძნულ ფილოსოფიას სწავლობდნენ. შემდეგ გავემგზავრებით სათაფლიაში, სადაც არმოჩენილია დინოზავრების ნაკვალევი. ბოლოს გავემგზავრებით ბათუმში. ღამისთევა და ვახშამი ბათუმში.  

 

დღე VII-X ბათუმი

 

 

ფასში შედის:

ტრანსფერი

გიდი

მძღოლი

დაზღვევა

მუზეუმის ბილეთები და საბაგირო

სიმ ბარათი

სასტუმროები

კვება (საუზმე/ სადილი)