LIVE CHAT
+995 0322 946460

დღე  I - ჩამოსვლა თბილისში

აეროპორტში დახვედრა და ტრანსფერი სასტუმროში

დღე  II - თბილისის ტური

საუზმის შემდეგ ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება .თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი ევროპაში ,რომელსაც აქვს დიდი ხნის ისტორია ,დაარსდა  V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ .ძველი ქალაქის ღისრშესანიშნაობები ერთმანეთთან ახლოსაა  ,რაც ფეხით გასეირნებისა და დავალიერების საძუალებას იძლევა .გასეირნებას ვიწყებთ მეტეხის ხიდიდან (XIIსაუკ)გავუყვებით შარდენის ქუჩას  ,მოვინახულებთ უძველეს ეკლესიებს: სიონის ტაძარს(VIს)ანჩისხატსა  და სინაგოგას.საშუალება გვექნება საბაგიროთი  ნარიყალაზე ასვლის.შუადღეს მოვინახულებთ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და გავისეირნებთ რუსთაველის ქუჩაზე .საღამოს დააგემოვნებთ ქართულ კერძებს  ხალხური მუსიკის ფონზე .დაბრუნება, სასტუმროში თბილისში.

 

დღე III - თბილისი - მცხეთა - გორი - უფლისციხე - ქუთაისი

საუზმის შემდეგ გამგზავრება მცხეთის მიმართულებით .მოვინახულებთ ჯვრისა(VII) და სვეტიცხოვლის(XI) ეკლესიებს. გამგზავრება  ქალაქ გორში ,სადაც ვნახავთ სტალინის სახლ-მუზეუმს.გზას გავაგრძელებთ ქვაში ნაკვეთი ქალაქის,უფლისციხისაკენ. ქ.შ I საუკუნეში   აქ  იყო ქალაქი,რომელზეც აბრეშუმის გზა გადიოდა. უფლისციხეში დავათვალიერებთ კლდეში ნაკვეთ თეატრს ,ოთახებს ,აფთიაქს და სხვ .გამგზავრება ქუთაისში.ღამისთევა ქუთაისის სასტუმროში

დღე IV - ქუთაისი - ზუგდიდი  - მესტია

ქუთაისი ანტიკური ქალაქია,რომელიც შუა საუკუნეებში მნიშვნელოვან კულტურულ-პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა.მოვინახულებთ ბაგრატისა(X-XI) და გელათის ტაძრებს(XII)დავით აღმაშენებელმა გელათში დააარსა პირველი აკადემია.გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.შემდეგ გავემზგავრებით სათაფლიაში სადაც კარსტულ ფორმაციებთან ერთად შესაძლებლობა გვექნება ვნახოთ დინოზავრის ნაკვალევი და ექსტრიმის მოყვარულთა განკარგულებაშია დაკიდული შუშის აივანი ზღვის დონიდან 360 მეტრზე, უკიდეგანოდ გაშლილი პეიზაჟებით.გავემგზავრებით მესტიაში .ღამისთევა მესტიაში.

დღე V - მესტია - უშგული - მესტია

სვანეთი ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა საქართველოში ,თვალუწვდენელი ბუნებით,შუასაუკუნეების კოშკებითა და ეკლესიებით,მუდმივი თოვლით დაფარული მწვერვალებით .გავემგზავრებით უშგულში.უშგული ევროპაში უმაღლესი დასახლებული პუნქტია ,იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 2.400მეტრზე.აქ დებარეობს მწვერვალი შხარა რომელიც 5 068 მეტრის სიმაღლისაა და ამასთანავე საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალია. უშგული შესულია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.დაბრუნება მესტიაში და ღამისთევა

 

დღე VI -  მესტია - ზუგდიდი - ბათუმი

საუზმის შემდეგ გამზგავრება ზუგდიდის მიმართულებით .აქ მოვინახულებთ დადიანების სასახლეს . მუზეუმი დაფუძნდა 1921 წელს  ,სადაც ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები.შემდეგ მივემგზავრებით ბათუმში .ღამისთევა ბათუმში.

დღე VII - ბათუმი - მარტვილი - ქუთაისი

ბათუმი - საქართველოს მარგალიტია შავ ზღვის სანაპიროზე,რომელიც ტურისტებისთვის ყველაზე საყვარელ ადგილია.ბათუმი თავისი შარმით ნებისმიერ ადამიანს მოაჯადოვებს.გავისეირნებთ ბათუმის ქუჩებში , დავათვალიერებთ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს .გამგზავრება მარტვილში .აქ შესაძლებლობა გვექნება ნავით გარეისნების და ულამაზესი ხედებით დატკბობის.შემდეგ გავემგზავრებით ქუთაისში.ღამისთევა ქუთაისში.

დღე VIII - ქუთაისი - უბისა - თბილისი

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით უბისაში. (IX-X ს)მოვინახულებთ უბისის ტაძარს.უბისის ტაძრის მხატვრობამ ქართული ფერწერული სკოლის უნიკალური ნიმუშები შემოგვინახა.გამგზავრება თბილისის მიმართულებით.ღამისთვა თბილისში.

 დღე IX - ტრანსფერი აეროპორტში

 

ტურის ღირებულებაში შედის:

ტრანსფერი

გიდის მომსახურება

მძღოლის მომსახურება

დაზღვევა

საბაგიროების  და მუზეუმების ბილეთები.

SIM კარტა ადგილობრივ ზარებზე.