LIVE CHAT
+995 0322 946460

დღე  I - აეროპორტში დახვედრა და ტრასნსფერი სასტუმროში

 

დღე II -თბილისის ტური

საუზმის შემდეგ ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება .თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი ევროპაში ,რომელსაც აქვს დიდი ხნის ისტორია ,დაარსდა  V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ .ძველი ქალაქის ღისრშესანიშნაობები ერთმანეთთან ახლოსაა  ,რაც ფეხით გასეირნებისა და დავალიერების საძუალებას იძლევა .გასეირნებას ვიწყებთ მეტეხის ხიდიდან (13 საუკ)გავუყვებით შარდენის ქუჩას  უძველეს ეკლესიებს: სიონის ტაძარს(VIს)ანჩისხატსა  და სინაგოგას.საშუალება გვექნება საბაგიროთი  ნარიყალაზე ასვლის.შუადღეს მოვინახულებთ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და გავისეირნებთ რუსთაველის ქუჩაზე .საღამოს დააგემოვნებთ ქართულ კერძებს  ხალხური მუსიკის ფონზე .დაბრუნება, სასტუმროში თბილისში.

 

დღე III  - თბილისი - სიღნაღი - ყვარელი

საუზმის შემდეგ გავემზგავრებით კახეთში .ეს რეგიონი ცნობილია ღვინის სამშობლოდ.გზას ვაგრძელებთ ბოდბის მონასტრისაკენ,რომელიც ქრისტიანთათვის  წმინდა ადგილის წარმოადგენს .აქ არის  წმ.ნინოს საფლავი.წმ.ნინო -ქართველთა განმანათლებელი  და მოციქულთასწორი. მისი ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.(326 წელს)

შემდეგ მოვინახულებთ   სიღნაღს,სიყვარულის ქალაქს .სიღნაღი გამოირჩევა თავისი უნიკალურობით ,მას გარს არტყავს გალავანი ,რომლის სიგრძე 4 კმ.მდეა ,რაც წარმოადგენდა მტრისგან თავდაცვის საშუალებას.მოვინახულებთ ფიროსმანის მუზეუმს და გავემგზავრებით ყველაწმინდის ეკლესიაში(VII-IX) .გვექნება საშუალება ღვინის დეგუსტაციის.ღამისთვა კახეთში.

 

დღე IV - ყვარელი - წინანდალი - თელავი - თბილისი

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით გრემის მიმართულებით(XVI)შემდეგ მოვინახულებთ წინანდალს ,სადაც არის ქართველი მწერლის ა.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი.წინანდალი იყო რუსი და ქართველი ინტელექტუალების შეხვედრის ადგილი  XIX საუკუნეში.შემდეგ გავემგზავრებით თელავისაკენ .თელავი კახეთის დედაქალაქია ,აქ მოვინახულებთ ერეკლე მეორის  მუზეუმს. გზას გავაგრძელებთ ძველი(V,VII) და ახალი(XVI) შუამთის მონასტრებისაკენ და ბოლოს თბილისში დავბრუნდებით  გომბორის უღელტეხილის გავლით.ღამისთევა თბილისში.

 

დღე V - თბილისი - მცხეთა - გორი - უფლისციხე - გუდაური

 

საუზმის შემდეგ გამგზავრება მცხეთის მიმართულებით .მოვინახულებთ ჯვრისა(VII) და სვეტიცხოვლის(XI) ეკლესიებს. გამგზავრება  ქალაქ გორში ,სადაც ვნახავთ სტალინის სახლ-მუზეუმს და გავემგზავრებით ქვაში ნაკვეთი ქალაქის,უფლისციხისაკენ.(ქრშ I ) აქ  იყო ქალაქი,რომელზეც აბრეშუმის გზა გადიოდა. უფლისციხეში დავათვალიერებთ კლდეში ნაკვეთ თეატრს ,ოთახებს ,აფთიაქს და სხვ .გამგზავრება გუდაურისკენ და ღამისთევა გუდაურში.

 

დღე VI - გუდაური - ყაზბეგი - თბილისი

 

საუზმის შემდეგ მივემგზავრებით ყაზბეგის მიმართლებით .მოვინახულებთ გერგეთის სამებას  (XIV) შემდეგ გავემართებით ანანურისაკენ ,მოვინახულებთ ანანურის ციხეს ,რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ფეოდალური პერიოდის  ხუროთმოძღვრული კომპლექსია(XIV) ვბრუნდებით თბილისში .ღამისთევა თბილისში .

 

 დღე VII - ტრანსფერი აეროპორტში.

 

ტურის ღირებულებაში შედის:

ტრანსფერი

გიდის მომსახურება

მძღოლის მომსახურება

დაზღვევა

საბაგიროების  და მუზეუმების ბილეთები.

SIM კარტა ადგილობრივ ზარებზე.