LIVE CHAT
+995 0322 946460

მოგესალმებით! თქვენ იმყოფებით დღეისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას. სჯობს ბევრი დრო არ დავკარგოთ. აგიხსნით, თუ რატომ ხართ აქ. მაღალი ტექნოლოგიების ერაში, როცა ადამიანებმა ვირტუალურ რეალობაში დაიწყეს ცხოვრება და საკუთარი თავისუფლება სრულად გადააბარეს მანქანებს, თქვენ ხართ უკანასკნელი იმედი. რჩეულები! მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ განძი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბატონობიდან დაგვიხსნის.  თუ თქვენ იქნებით ის ვინც ყველაზე სწრაფად იპოვის განძს, წინასწარმეტყველება რჩეულების შესახებ რეალობად იქცევა. გსურთ გაიგოთ სიმართლე? მაშინ ამისთვის აუცილებელია გადადგათ პირველი ნაბიჯი, რაშიც მცირედით დაგეხმარებით. იმისთვის რომ ჩემი დახმარება მანქანებმა არ გაშიფრონ და ჩვენს წინააღმდეგ არ გამოიყენონ, მინიშნებას თუ როგორ უნდა  მიხვიდეთ  პირველ  ლოკაციამდე   ყველასათვის დავიწყებულ ენაზე გეტყვით,  რომელსაც მხოლოდ ჭეშმარიტი რჩეულნი წაიკითხავენ.