LIVE CHAT
+995 0322 946460

არსებობს რამდენიმე ზღაპრული ადგილი, სამთო კურორტზე, სადაც შეიძლება  გარანტირებულად თოვლიანი შობა და ახალი წელი გაატაროთ. მაგრამ არჩევანის გაკეთებისას შესაძლებელია დაიბნეთ, განსაკუთრებით საქართველოში, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ აქ უკვე სამი სათხილამურო კურორტის არჩევანია. კავკასიის მთები სამოთხეა როგორც დამწყები ასევე პროფესიონალი მოთხილამურეებისათვის და სნოუბორდელებისათვის. კავკასიონი ყვალაზე მაღალი მთებია ევროპაში და ტრადიციულად გთავაზობთ ორ სტანდარტულ საერთაშორისო კურორტს - გუდაურს (კავკასიონის შუაგულში, საქართველოს სამხედრო გზაზე) და ბაკურიანს (თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე). ორივე კურორტზე თოვლის საფარი გარანტირებულია დეკემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე.